modules/products/uploads/184_0.jpg
|
modules/products/uploads/184_1.jpg
|
სიმძლავრე (ვ)
|
12 |
აკუმულატორის ტიპი
|
Li-ion |
აკუმულატორების რაოდენობა
|
- |
დარტყმების მაქს. სიხშირე (დარტყმა/წთ)
|
2700 |
ლურსმნის მაქსიმალური ზომა (მმ)
|
90 |
წონა აკუმულატორის ჩათვლით (კგ)
|
1.6 |
|
- მძლავრი პროფესიონალური ინსტრუმენტი რომლის საშუალებითაც ხდება 100 მმ სიგრძის ლურსმნის ჩაჭედვა 3 წამში
- ინსტრუმენტს აქვს ინტელექტუალური სისტემა REDLINK, რომელიც იცავს მას და მის აკუმულატორს გადატვირთვისგან და ზრდის მის ექსპლუატაციის ვადას
- შესანიშნავი ფიზიკური მახასიათებლები - სახელური უზრუნველჰყოფს განსაკუთრებულ კომფორტსა და კონტროლს
- ერგება ისეთ ადგილებს სადაც ჩაქუჩის გამოყენება შეუძლებელია
- აკუმულატორის რესურსი: 100 90მმ სიგრძის ლურსმნის ჩაჭედება 1 დატენვით
- აკუმულატორის მდგომარეობის მონიტორინგი ახდენს სამუშაო დროის ოპტიმიზაციას და უზრუნველჰყოფს მის გამძლეობას.
- აკუმულატორის მდგომარეობის ინდიკატორი
- მოსახერხებელი აკუმულატორი რომელიც Milwaukee M12-ის ყველა ინსტრუმენტს მიესადაგება.
გარანტია:
Milwaukee-ის საგარანტიო პირობები
საგარანტიო ვალდებულებები:
კომპანია იღებს ვალდებულებას უფასოდ გამოსწოროს მწარმოებლის ბრალეულობით გამოწვეული ყველა გაუმართაობა ინსტრუმენტის გაყიდვიდან 36 თვის განმავლობაში.
საგარანტიო პირობები:
წინამდებარე გარანტიას კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებლის უფლებებზე დამატებით, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობითაა დადგენილი.
ექსპლუატაციის პროცესში რაიმე პრობლემების წამოჭრის შემთხვევაში გირჩევთ მიმართოთ სერვისულ ორგანიზაციებს, რომელთა მისამართები და ტელეფონები შეგიძლიათ იხილოთ ინსტრუმენტის კომპლექტში.
ინსტრუმენტის ყიდვისას მოითხოვეთ მისი კომპლექტურობისა და გამართულობის შემოწმება თქვენი თანდასწრებით, ექსპლუატაციის ინსტრუქცია და შევსებული საგარანტიო ტალონი. სწორად შევსებული საგარანტიო ტალონის არქონის შემთხვევაში იძულებული ვიქნებით არ დავაკმაყოფილოთ ნაკეთობის ხარისხთან დაკავშირებული თქვენი პრეტენზიები.
უმორჩილესად გთხოვთ ინსტრუმენტით მუშაობის დაწყებამდე ყურადღებით გაეცნოთ მისი ექსპლუატაციის ინსტრუქციას.
ყურადღება! ინსტრუმენტის გაუმართაობის პირველი ნიშნებისთანავე (მომატებული ხმაური, ვიბრაცია, სიმძლავრის დაკარგვა, ბრუნების შემცირება, ძლიერი ნაპერწკალწარმოქმნა, წვის სუნი და ა.შ.) მისი შემდგომი ექსპლუატაცია იკრძალება.
საგარანტიო რემონტი არ ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:
- გაუმართაობა წარმოადგენს დაუდევარი ექსპლუატაციის, არასწორი ტრანსპორტირებისა ან შენახვის შედეგს, რის შედეგადაც ინსტრუმენტს აქვს მექანიკური დაზიანებები, ძლიერი გარეგანი ან შინაგანი ჭუჭყი ან ჟანგი.
- ნაკეთობა გამოიყენებოდა არადანიშნულებისამებრ, მისთვის გაუთვალისწინებელი ან გაცვეთილი მასალების, თავაკების, მოწყობილობების გამოყენებით ან მათი არასათანადო ხარისხის გამო.
- სახეზეა ინსტრუმენტის დამოუკიდებლად გახსნა, ასევე მისი რემონტის მცდელობა უფლებამოსილი საგარანტიო სერვის ცენტრის გვერდის ავლით (გახსნის კვალია სამაგრ ჭანჭიკებზე, საპოხის, ჯაგრისების, ქსელის შნურის შეცვლა, კომპლექტის დარღვევა და ა.შ.).
- ინსტრუმენტის ექსპლუტაცია ხდებოდა გადატვირთვით, რამაც მისი მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვია.
- ექსპლუატაციისთვის უვარგისობა წარმოადგენს დეტალების ბუნებრივი ცვეთის შედეგს.
- გაუმართაობა წარმოიქმნა მესამე პირთა მოქმედების, არახელსაყრელი ატმოსფერული ან სხვა სახის ზემოქმედების შედეგად.
- ინსტრუმენტში უცხო საგნების, მწერების, მასალების ან ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში, რომლებიც არ წარმოადგენს ნარჩენებს, რომლებიც თან ახლავს დანიშნულებისამებრ გამოყენებას, ან ინსტრუმენტში დიდი რაოდენობით ნარჩენების არსებობისას, რომლებიც მიუთითებს მოხსნილი ან არასწორად დამაგრებული დამცავი გარსაცმით ექსპლუატაციაზე, თუ გაფუჭება ამ მიზეზითაა გამოწვეული.
გარანტია არ ვრცელდება შემდეგზე:
- მოსახსნელი აქსესუარები (ბურღები, პატრონები, დანები, პუანსონები, მატრიცები და ა.შ.);
- ქსელის შნურის დაზიანებები;
- სახარჯი მასალები (ნახშირის ჯაგრისები, ამძრავი ღვედები, საპოხი, რეზინის გამჭედები, რგოლები, ჩობალები, აკუმულატორები და სხვა);
- ელექტროინსტრუმენტი, რომელსაც არ გააჩნია, (სრულად ან ნაწილობრივ) წაშლილი აქვს სერიული ნომერი;
- პროფილაქტიკური ტექნიკური მომსახურების ჩატარება.
|