modules/products/uploads/822_0.jpg
|
modules/products/uploads/822_1.jpg
|
modules/products/uploads/822_2.jpg
|
modules/products/uploads/822_3.jpg
|
modules/products/uploads/822_4.jpg
|
|
|
|
სიმძლავრე (ვ)
|
18 |
აკუმულატორის ტიპი
|
Li-ion |
აკუმულატორის ტევადობა (ა/ს)
|
5.0 |
აკუმულატორების რაოდენობა
|
2 |
დატენვის დრო
|
59წთ |
სისწრაფე დატვირთვის გარეშე (1) (ბრ/წთ)
|
0-550 |
სისწრაფე დატვირთვის გარეშე (2) (ბრ/წთ)
|
0-2000 |
ვაზნა (მმ)
|
13 |
ხეში ბურღვის მაქს. დიამეტრი (მმ)
|
45 |
ლითონში ბურღვის მაქს. დიამეტრი (მმ)
|
13 |
ქვაში/აგურით ნაშენი კედლის ბურღვის მაქს. დიამეტრი (მმ)
|
13 |
დარტყმების მაქს. სიხშირე (დარტყმა/წთ)
|
0-32000 |
მაქს. მგრეხი მომენტი (ნმ)
|
135 |
წონა აკუმულატორის ჩათვლით (კგ)
|
2.5 |
კომპლექტაცია
|
HD ქეისი |
|
1750 GEL
|
კოდი:
4933451147
|
არ არის გაყიდვაში
- მომავალი თაობის, ONE KEY ტექნოლოგიით აღჭურვილი აკ. ხრახნმომჭერი M18FPD
- ONE KEY ეს არის ვებ - მობილურ (smartphone) აპლიკაცია, რომელიც იარაღს უკავშირდება Bluetooth - ის მეშვეობით და გაძლევთ შესაძლებლობას მობილურიდან, კომპიუტერიდან მოახდინოთ იარაღის კონფგურაცია სამუშაოს საჭიროებისამებრ, მოახდინოთ იარაღის ადგილმდებარეობის განსაზღვრა და სრული მენეჯმენტი
- ONE KEY აპლიკაციის საშუალებით შეძლებთ დაარეგულიროთ ნებისმიერი სამუშაოსათვის საჭირო იარაღის საწყისი, ბოლო და მგრეხი მომენტის სიჩქარეები.
- შესაძლებელია აპლიკაციაში არსებული კონფიგურაციიდან სასურველი პროფილის შექმნა ან შერჩევა საჭიროებისამებრ
- პროფილების პროგრამირება და შენახვა
- აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ ან შექმნათ იარაღის გამოყენების პროფილები
- აპლიკაციას აქვს შესაძლებლობა მეხსიერებაში ავტომატურად შეინახოს გამოყენებული კონფგურაციიდან 4 პროფილი, რაც ამარტივებს საქმეს მსგავს სამუშაოზე.
- ONE_KEYაპლიკაცია უზრუნველჰყოფს ინვენტარის მენეჯმენტის ფუნქციას
- იარაღს აქვს ანტივიბრაციული სისტემა და LED ნათურა სიბნელეში მუშაობისთვის
კომპლექტში შედის:
2 აკუმულატორი, დამტენი და HD ქეისი.
გარანტია:
Milwaukee-ის საგარანტიო პირობები
საგარანტიო ვალდებულებები:
კომპანია იღებს ვალდებულებას უფასოდ გამოსწოროს მწარმოებლის ბრალეულობით გამოწვეული ყველა გაუმართაობა ინსტრუმენტის გაყიდვიდან 36 თვის განმავლობაში.
საგარანტიო პირობები:
წინამდებარე გარანტიას კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებლის უფლებებზე დამატებით, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობითაა დადგენილი.
ექსპლუატაციის პროცესში რაიმე პრობლემების წამოჭრის შემთხვევაში გირჩევთ მიმართოთ სერვისულ ორგანიზაციებს, რომელთა მისამართები და ტელეფონები შეგიძლიათ იხილოთ ინსტრუმენტის კომპლექტში.
ინსტრუმენტის ყიდვისას მოითხოვეთ მისი კომპლექტურობისა და გამართულობის შემოწმება თქვენი თანდასწრებით, ექსპლუატაციის ინსტრუქცია და შევსებული საგარანტიო ტალონი. სწორად შევსებული საგარანტიო ტალონის არქონის შემთხვევაში იძულებული ვიქნებით არ დავაკმაყოფილოთ ნაკეთობის ხარისხთან დაკავშირებული თქვენი პრეტენზიები.
უმორჩილესად გთხოვთ ინსტრუმენტით მუშაობის დაწყებამდე ყურადღებით გაეცნოთ მისი ექსპლუატაციის ინსტრუქციას.
ყურადღება! ინსტრუმენტის გაუმართაობის პირველი ნიშნებისთანავე (მომატებული ხმაური, ვიბრაცია, სიმძლავრის დაკარგვა, ბრუნების შემცირება, ძლიერი ნაპერწკალწარმოქმნა, წვის სუნი და ა.შ.) მისი შემდგომი ექსპლუატაცია იკრძალება.
საგარანტიო რემონტი არ ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:
- გაუმართაობა წარმოადგენს დაუდევარი ექსპლუატაციის, არასწორი ტრანსპორტირებისა ან შენახვის შედეგს, რის შედეგადაც ინსტრუმენტს აქვს მექანიკური დაზიანებები, ძლიერი გარეგანი ან შინაგანი ჭუჭყი ან ჟანგი.
- ნაკეთობა გამოიყენებოდა არადანიშნულებისამებრ, მისთვის გაუთვალისწინებელი ან გაცვეთილი მასალების, თავაკების, მოწყობილობების გამოყენებით ან მათი არასათანადო ხარისხის გამო.
- სახეზეა ინსტრუმენტის დამოუკიდებლად გახსნა, ასევე მისი რემონტის მცდელობა უფლებამოსილი საგარანტიო სერვის ცენტრის გვერდის ავლით (გახსნის კვალია სამაგრ ჭანჭიკებზე, საპოხის, ჯაგრისების, ქსელის შნურის შეცვლა, კომპლექტის დარღვევა და ა.შ.).
- ინსტრუმენტის ექსპლუტაცია ხდებოდა გადატვირთვით, რამაც მისი მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვია.
- ექსპლუატაციისთვის უვარგისობა წარმოადგენს დეტალების ბუნებრივი ცვეთის შედეგს.
- გაუმართაობა წარმოიქმნა მესამე პირთა მოქმედების, არახელსაყრელი ატმოსფერული ან სხვა სახის ზემოქმედების შედეგად.
- ინსტრუმენტში უცხო საგნების, მწერების, მასალების ან ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში, რომლებიც არ წარმოადგენს ნარჩენებს, რომლებიც თან ახლავს დანიშნულებისამებრ გამოყენებას, ან ინსტრუმენტში დიდი რაოდენობით ნარჩენების არსებობისას, რომლებიც მიუთითებს მოხსნილი ან არასწორად დამაგრებული დამცავი გარსაცმით ექსპლუატაციაზე, თუ გაფუჭება ამ მიზეზითაა გამოწვეული.
გარანტია არ ვრცელდება შემდეგზე:
- მოსახსნელი აქსესუარები (ბურღები, პატრონები, დანები, პუანსონები, მატრიცები და ა.შ.);
- ქსელის შნურის დაზიანებები;
- სახარჯი მასალები (ნახშირის ჯაგრისები, ამძრავი ღვედები, საპოხი, რეზინის გამჭედები, რგოლები, ჩობალები, აკუმულატორები და სხვა);
- ელექტროინსტრუმენტი, რომელსაც არ გააჩნია, (სრულად ან ნაწილობრივ) წაშლილი აქვს სერიული ნომერი;
- პროფილაქტიკური ტექნიკური მომსახურების ჩატარება.
|