<
იანვარი,
თებერვალი,
მარტი,
აპრილი,
მაისი,
ივნისი,
ივლისი,
აგვისტო,
სექტემბერი,
ოქტომბერი,
ნოემბერი,
დეკემბერი,
>
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
ორშ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვი.
 

ამერიკული კომპანია მილვოკი - სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელი ინდუსტრიული ბრენდი. დაარსების დღიდან, 1924 წლიდან , ფოკუსირებულია ერთ მთავარ მისიაზე:  აწარმოოს საუკეთესო ხარისხის ქსელური და აკუმულატორული იარაღები და ამასთავანვე აქსესუარები ინდუსტრიული გამოყენებისთვის. დღეისთვის ბრენდის სახელის უკან დგას უმაღლესი ხარისხის,  გამძლე და სანდო სამშენებლო ტექნიკა. კომპანია აწარმოებს 500 სახეობის იარაღსა და 3500 სახეობის აქსესუარებს.

ICARO დაარსდა 1975 წელს, დღეისთვის არის მსოფლიოს წამყვანი კომპანია არმატურის დასამუშავებელი ტექნიკის წარმოების სფეროში. კომპანიის წარმატების საიდუმლო ეყრდნობა მომხმარებლის და ბაზრის მოთხოვნილებების შესწავლას და მასთან მაქსიმალურად მისადაგებული პროდუქციის შექმნას. ამისთვის კომპანია აქტიურად იყენებს მარკეტინგსა და ყიდვის შემდგომი კვლევების სისტემას. კომპანიაში არსებული ტექნიკური დეპარტამენტი, ინჟინრები და დიზაინერები მუდმივად სწავლობენ ბაზარს და ამუშავებენ ახალ ინოვაციურ პროდუქტებს.

90-იან წლებში კომპანიის იარაღები წარმატებულად გამოყენებულ იქნა სამშენებლო სამუშაოებისთვის დუბაიში, საუდის არაბეთსა და მალაიზიაში, სადაც მოთხოვნილი იყო 24 სთ-იანი მუშაობის შესაძლებლობა.  

კომპანიის მომხმარებლები არიან უდიდესი სამშენებლო კომპანიები, სამთავრობო სააგენტოები, ნავთობ კომპანიები, ცემენტის მწარმოებელი ფაბრიკა-ქარხნები, და ასევე სხვადასხვა პატარა და საშუალო კომპანიები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

SIMA - მსუბუქი სამშენებლო ტექნიკის წამყვანი მწარმოებელი კომპანია ესპანეთში და მესამე ყველაზე დიდი მიმწოდებელი მთელი ევროპის მასშტაბით. კომპანია დღეისთვის აწარმოებს პროდუქციის 4 ხაზს: სამშენებლო ხერხები, არმატურის დასამუშავებელი ტექნიკა, ასფალტის საჭრელი დაზგები, სახარჯი აქსესუარები. კომპანიის ქარხანა მოიცავს 25000 მ2 ფართობს სადაც დასაქმებულია 140 თანამშრომელი. საწარმოში ყოველწლიურად მზადდება 21000 მანქანა-დანადგარი. პრდუქციის 80% გადის ექსპორტზე მსოფლიოს 75 ქვეყანაში. კომპანია ხასიათდება მყარი და სტაბილური ზრდითა და განვითარებით, რამაც გამოიწვია მისი ინტერნაციონალიზაცია და წარმატებულ კომპანიად ჩამოყალიბება.

Brennenstuhl არის ერთერთი წამყვანი საერთაშორისო კომპანია ელექტრონიკის და ელექტროტექნოლოგიების დარგში. რაც შედეგია კომპანიის მიერ არჩეული სამოქმედო გზისა იყოს ამბიცური და ინოვაციური ბაზარზე. 1958 წლიდან კომპანიის ინჟინრები და სპეციალისტები მუდმივად ანვითარებენ ახალ იდეებს და ქმნიან ინოვაციურ პროდუქტს მომხმარებლისთვის.  ეს პროდუქტები დაცულია ნაციონალური და საერთაშორისო პატენტებითა და სავაჭრო ნიშნებით, რაც მიღწეულია კომპანიის საერთაშორისო პარტნიორობით. ბრენდის პროდუქციის ასორტიმენტის ჩამონათვალში შედის: მაღალი ხარისხის ელ. ენერგიის გადამცემი საშუალებები (სადენები), მაღალი სიმძლავრისგან დამცველი და ასევე უსაფრთხოების სხვა საშუალებები.

შედუღების და პლაზმური ჭრის აპარატების მწარმოებელი კომპანია დაარსდა შვედეთში 1904 წელს. დაარსების დღიდან კომპანიის განვითარება განპირობებულია კომპანიის ერთგულებით თავის  მთავარი პრინციპებისადმი და შეუცვლელი მასალებით რითაც აწარმოებს პროდუქციას. ამავდროულად ის მუდმივად სთავაზობს ბაზარს ინოვაციებს. დღეისთვის კომპანია აწარმოებს ყველა სახის აპარატებს შედუღებისა და ჭრისთვის. 100 წლიანმა მოღვაწეობამ ესაბი აქცია ბაზრის ლიდერად შედუღების და პლაზმური ჭრის აპარატების წარმოებაში.   

ესპანური კომპანია ენარკო დაარსდა 1964 წელს. არის ისეთი კომპანიების  მიმწოდებელი როგორებიცაა: Mercedes, Seat, Ford, Renault, Fagor, Teka, Otsein და სხვა. დღეისთის კომპანია პროდუქციის 3 ძირითად ხაზს აწარმოებს: ვიბრაციული რელსები, ბეტონის ვიბრატორები და ვიბრაციული საბეკნები. თავისი არსებობის მანძილზე  ენარკომ  შექმნა კავშირები 5 კონტინენტზე და დაარსა შვილობილი კომპანიები საფრანგეთში, მექსიკაში, პოლონეთსა და ჩინეთში. 

საზომი იარაღების მწარმოებელი გერმანული კომპანია, რომლის მთავარ მისიასაც წარმოადგენს შეინარჩუნოს ის რეპუტაცია და ტრადიცია რასაც გულისხმობს ხარისხის ნიშანი „დამზადებულია გერმანიაში“. უმაღლესი ხარისხის პროდუქცია იწარმოება ბავარიის ჩრდილოეთით ქალაქ ჰერსბრუკში.